“ეს რა უბედურება დღე გეწერა თურმე, რამდენ ოცნებებზე მესაუბრე ორი დღის წინ” – ვინ არიან ბუნებრივი აირით დაღუპული დედა-შვილები

ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის გოგო მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან, ორი წლის დამიანესთან და ოთხი წლის ლილესთან ერთად მარტო ცხოვრობდა.
გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით,  ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება ჯერ არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

“როგორ დამენანე ჩემო გოგო, რა ტკბილი იყავი, ეს რა უბედურება დღე გეწერა რამდენ ოცნებებზე მესაუბრე ორი დღის წინ” – წერს დაღუპულის მეგობარი

რეკლამა

ტოპ სიახლეები