X

loading...

ქმარს ცოლის საფლავზე ეძინა - სულისშემძვრელი ისტორია გორიდან

„ეთერის საფლავი ეზოში იყო გათხრილი. ამ საფლავთან იყო წამოწოლილი მისი მეუღლე და დასტიროდა. თავზე ჯვარი ეკეთა, მეც თუ მოვკვდები, რომ გვიცნონო,“-ასე იხსენებენ სოფელ თორტიზაში 11 წლის წინ, მერებაშვილების ტრაგედიას, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ როდესაც, რუსულმა ავიაციამ სოფლის დაბომბვა დაიწყო, ბომბის ანასხლეტით ეთერ მერებაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.

„ამ დაბომბვის დროს ხალხი გავიქეცით, ზოგი არხში ვისხედით, წყალში ვიდექით მთელი დღე რომ ისევ არ განმეორებულიყო ეს დაბომბვა. რომ დაწყნარდა სიტუაცია და ამოვედით, ღრმა სარდაფები იყო და იქ დავიწყეთ დამალვა. როცა გამოვედით ვნახეთ, რომ ეთერი ძირს იყო დაცემული. დაგლეჯილი იყო, რომ იტყვიან. მეუღლეს აეყვანა, ადიელაში გაეხვია, აივანზე დაეწვინა ტახტზე და დასტიროდა. ადიელით გადმოიყვანა მეუღლემ და ჩამარხა აქ. ეს სამი დღე რომ ესვენა, ბიჭებმა ფანერი შეკრეს, ჩაასვენეს და ჩავიყვანეთ ეკლესიის ეზოში დავკრძალეთ,“-ამბობს დარიკო ხიზანიშვილი.

„ჩემი დედამთლი კარებთან იდგა. ჭურვმა, რომელიც ჩამოვარდა, ინერციით გადააგდო. მთლიანად დაიშალა, ჩემმა მამათილმა ნაწილებად ააწყო,“-ამბობს ნესტან ბერიძე.

ცნობისთვის, სოფელ თორტიზაში, ომის დასრულების შემდეგ, გამნაღვმელებმა 127 ჭურვი აღმოაჩინეს.
Loading...

რეკლამა

ტოპ სიახლეები