X

loading...

ინგა გრიგოლიას მოულოდნელი და სკანდალური განცხადება

“რუსთავის 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს ნოდარ მელაძეს სოლიდარობას უცხადებს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია და სოციალურ ქსელში მელაძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

“ნოდარ მელაძეს რომ გაუშვებენ ტელევიზიიდან, ეს უკვე პოლიტიკური დიაგნოზია, გაცვეთილ ფრაზას დავწერ, მაგრამ მაინც დავწერ-იმან იდარდოს, ვისაც უშენოდ მოუწევს მუშაობა,თორემ ის როგორ გალაღდება ,ვისთანაც ამიერიდან იმუშავებ, ეგ მე და შენ გადასარევად ვიცით! მიყვარხარ და წარმატებები, ადამიანო-ტელევიზიავ“, – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით ნოდარ მელაძე და ეკა კვესიტაძე ტელეკომპანიიდან
გაუშვეს.
Loading...

რეკლამა

ტოპ სიახლეები