X

loading...

,,მე ვიცნობ ამ ქალს, ვაჟას ძეგლთან დგას ხოლმე, ამბობს, არაბეთის ქვეყნები წყნეთის ზემოთ არისო” – რას წერენ ქალზე, რომელმაც ბავშვი დაჭრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები ქალის, რომელმაც პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბიჭუნა დანით სახის არეში დაჭრა. საბედნიეროდ, ბავშვი კარგად არის, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ, ისევ იძენება.
ციცი წიგნაძე ფეისბუქში წერს, რომ იმ ქალს იცნობს.
..ვაიმე, მე ვიცნობ ამ ქალს… შოკში ვარ, არ არის ნორმალური, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე. სადღაც ერთი წლის წინ, დილის 6 საათი იყო ვაჟას მეტროსთან შეგვხვდა, ჩვეულებრივად ჩაცმული იყო, არაფერი ეტყობოდა შეურაცხადის, მანქანაში შემოგვიყო თავი და გვეუბნებოდა, რომ მაღაზიებში საჭმელი აღარ იშოვება. გვეკითხებოდა, სად ვცხოვრობდით, უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა, გვეკითხებოდა, სად მივდიოდით და რადგან არ ჩავისვით მანქანაში, გვითხრა, რომ აქ დაგველოდებოდა.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ იქ ვცხოვრობდი და ძალიან ხშირად გვეკითხებოდა, სად ვცხოვრობდით… დიდხანს ვერ მივხვდი, რა სჭირდა.  დილის 6 საათზე გარეთ რომ გამოვედი, იმაზეც კი დავფიქრდი, მართლა რამე ხომ არ მოხდა და დაიკეტა ყველა მაღაზია-თქო, მაგრამ ბოლოს გვითხრა, რომ წყნეთის ზევით იყო არაბეთის ქვეყნები და იქ უნდოდა ჩვენთან ერთად გაქცევა. ბოლოს როგორღაც დავაღწიეთ თავი და წავედით, მაგრამ ვაჟას ძეგლთან იმის მერე ძალიან ხშირად მყავს ნანახი…”.
Loading...

რეკლამა

ტოპ სიახლეები