ძალიან სამწუხარო ამბავი რომელიც ამ წუთებში ხდება ცნობილი

„რუსთავი2“ -ის ყოფილი გენარალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც უკვე ახალ „მთავარ არხს“ ქმნის სოციალურ ქსელში დიანა ჯოჯუას და მიშა სესიაშვილის მონოლოგს ეხმიანება, რომლითაც წამყვანებმა 9-საათიანი ნკურიერი დაიწყეს და მაყურებელს დაემშვიდობნენ.

„არავის არასდროს არ ეპატიება დიკოს და მიშას ეს ლიდი! ყველა პასუხს აგებს რ2ის ჯალათობისთვის! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“- დაწერა გვარამიამ.

გუშინ, 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

სალიას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

არხიდან გათავისუფლებული ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ქიბარ ხალვაში არ უყვარს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდება.

არხის მთავარმა ტელეწამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში დატოვეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ გასაკვირი არაფერია.

ნიკა გვარამია „რუსთავი2“-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალ არხზე ელოდება.

რეკლამა

ტოპ სიახლეები