დიდი სკანდალი-ივანიშვილი სანქციების მოლოდინში,დატოვებს თუ არა ოლიგარქი ქვეყანას?


მედია გარემო, 2020-ის არჩევნები და დასავლეთის მოსალოდნელი სანქციები ბიძინა ივანიშვილს – ეს ის თემებია, რომლზეც თბილისში მიმდინარე ეკონომიკური პოკლიტიკის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომფერენციამდე მედიასთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
2 დღიან ფორუმზე უცხოელი დელეგაციის წევრები იმყოფებიან.

შეხვედრაზე იმყოფებოდა “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელმაც ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დახურულ აუდიენციაზე საერთაშორისო პარტნიორებიდან დაისვა საკითხი ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესების თაობაზე.

გვარამია ამბობს, რომ სწორედ სანქციები შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ ივანიშვილმა მედიაზე ზეწოლა შეწყვიტოს.

“ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. ჩვენ არ ვკარგავთ დემოკრატიის ბოლო ნიშნებს, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას. ბოლო რუსული დანიშვნები ამის ნათელი მაგალითია. იდევნება ყველა დასავლური მედია რომელიც არსებობს და იხსნება. ამის მთავარი წამალი დასავლეთის მეტი ჩართულობაა. მე ვიტყოდი უფრო მკაფიო და ხისტი ჩართულობა ამ პროცესებში.

ივანიშვილს კრიტიკული მედიის შეეშინდა და ხურავს, მთავარი რისიც უნდა ეშინოდეს ეს არის დასავლეთი და დღეს უკვე იყო საუბარი უცხოელებისგან მათ შორის სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც ყველაზე ეფექტურ ხერხზე”- განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებში არის განწყობა იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

რეკლამა

ტოპ სიახლეები