Loading...
მილანური დერბი ინტერის გამარჯვებით დასრულდა » მსოფლიო ფეხბურთი
loading...

მილანური დერბი ინტერის გამარჯვებით დასრულდა



„სასულოს“ დირექტორი, ჯოვანი კარნევალი ადასტურებს, რომ ტრანსფერის განხორციელებას წინ არაფერი უდგას და სენსი „ინტერში“ ითამაშებს.

ნახევარმცველი როსონერიში გადაბარგებასთან ახლოს იყო, თუმცა ნერაძური მოულოდნელად გამოჩნდა და იტალიელი ნახევარმცველი თავისთან გადაიბარა. 

„ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და არსებობს რეალური შანსი რომ ტრანსფერი დაიხუროს.“ - განუცხადა კარნევალიმ SportMediaset-ს. 

„ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ჩვენ ისევ შეხვდებით მომავალ კვირას. „ინტერის“ ინტერესები სხვა კლუბებთან შედარებით უფრო კონკრეტული და მისაღები იყო და სწორედ ამიტომ ისინი არიან მოწინავე პოზიციაზე. მე მჯერა რომ ანტონიო კონტე გააუმჯობესებს სენსის შესაძლებლობებს, რადგან იგი უკვე კარგად გაზრდილი მოთამაშეა და მზადაა შემდეგი ნაბიჯებისთვის“ - აცხადებს სასულოს პრეზიდენტი. 

როსონერი ნახევარდაცვის გაძლიერებას სხვა ფეხბურთელებით ეცდება.
Loading...

რეკლამა

ტოპ სიახლეები