ტორინო VS ფიორენტინა - კუტრონესთვის იტალიური გუნდები იბრძვიან


„მილანმა“ კუტრონეს ფასი დაასახელა და ხელმძღვანელობა მზადაა სწორედ მილანელოზე გაზრდილ იტალიელ ფორვარდს შეელიოს. 

Corriere della Sera-ს ცნობით, ახალგაზრდის მილანური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პაოლო მალდინიმ მის გასაყიდად კარი გააღო. 
„ტორინომ“ პატრიკის ყიდვა იანვარშიც სცადა, თუმცა ახალი ოფიციალური შეთავაზება მილანს არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ტურინელები არიან მისით ყველაზე მეტად დაინტერესებულები. 

რაც შეეხება „ფიორენტინას“, როგორც იცით, იგი როკო კომისომ შეიძინა, რომელიც იტალიური წარმოშობის ამერიკელი მილიარდელია და რომელსაც „მილანის“ შეძენაც სურდა. იებს წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რადგან ახალი მფლობელი მასში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 

კლუბის გაძლიერების სურვილს მონტელას ფაქტორიც ემატება, რომელიც „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელია და რომელსაც სიმპათიები კუტრონეს მიმართ ჯერ კიდევ მაშინ ქონდა, როცა იგი როსონერის წვრთნიდა. 

რეკლამა

ტოპ სიახლეები