Loading...
ახალი მარცხენა მცველი: როდრიგესის სამი სავარაუდო შემცვლელი » მსოფლიო ფეხბურთი
loading...

ახალი მარცხენა მცველი: როდრიგესის სამი სავარაუდო შემცვლელი


"მილანმა" სატრანსფერო ფანჯარა რადე კრუნიჩის ტრანსფერით გახსნა. სავარაუდოა, რომ გუნდის დაცვის ხაზიც გაძლიერდება და განსაკუთრებით მარცხენა მცველის პოზიცია.

მარჯვენა ფლანგზე ძირითადისთვის კონტი და კალაბრია იბრძოლებენ. ურუგვაელი დიეგო ლაქსალტი დიდი ალბათობით, "როსონერის" დატოვებს, ხოლო როდრიგესს მარცხენა ფლანგზე ღირსეული კონკურენციის გამწევი ფეხბურთელი სჭირდება.

სამი ვარიანტიდან პირველი მარკ კუკურელაა, რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნის და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა. მეორე ვარიანტი მარიო რუია, რომელსაც "ნაპოლი" 13 მილიონ ევროდ შეელევა.

ბოლო ვარიანტი კი "რომას" 20 წლის ფეხბურთელი ლუკა პელეგრინია, რომლის ფასიც 10 მილიონი ევროა.

Loading...

რეკლამა

ტოპ სიახლეები