Loading...
ალვეში ბარსელონაში დაბრუნდება? » მსოფლიო ფეხბურთი
loading...

ალვეში ბარსელონაში დაბრუნდება?



როგორც მოგეხსენებათ, დანი ალვეშმა "პარი სენ-ჟერმენი" დატოვა.

ბრაზილიელი ახლა თავისუფალი აგენტია და ის ახალი გუნდის ძიებაშია.

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, არაა გამორიცხული, რომ ვეტერანი მცველი "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

კატალონიელები სამხრეთ ამერიკელის უფასოდ გაფორმების წინააღმდეგები არ არიან.

ამის გარდა, "ბლაუგრანა" ალვეშს განიხილავს ნელსონ სემედოს შემცვლელად, რომელიც დიდი ალბათობით "კანო ნოუს" დატოვებს.
Loading...

რეკლამა

ტოპ სიახლეები